წიგნის ანოტაცია
ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ნაპოლეონ III-ის მემკვიდრის საიდუმლო კვალი საქართველოში მოდის საფრანგეთის ძლევამოსილი იმპერატორის, ნაპოლეონ I ბონაპარტის ძმისშვილის, ნაპოლეონ III-ის შექმნილი საფრანგეთის მესამე იმპერია განსაკუთრებული ფურცელი იყო ქვეყნის ისტორიაში.
თუმცა ნაპოლეონების მმართველობა აქ გაწყდა. ქვეყნიდან განდევნილი ნაპოლეონ III ინგლისში გარდაიცვალა, ხოლო მისი ვაჟი – საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ნაპოლეონ IV აფრიკაში, ინგლისელებსა და ზულუს ტომებს შორის ომში, საეჭვო ვითარებაში დაიჭღუპა.
ქვწეყნიერებას ამის შემდეგ მოევლინა ნაპოლეონ IV-ის ვაჟი, საფრანგეთის კრონპრინცი, რომელიც იმპერიის იდეის მოწინააღმდეგეებმა უგზო-უკვლოდ გააქრეს და ისტორიიდან წაშალეს.
რა მოხდა? სად დაიკარგა საფრანგეთის კრონპრინცი? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა წიგნი „საფრენგეთის გაუჩინარებული კრონპრინცი“, რომლის ავტორებმაც – სვეტლანა ფერლონგმა და ენდრიუ ჯ. როუმ მრავალი ქვეყნის არქივებსა და პრესაში მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საუკუნეების საიდუმლო ამოხსნეს: საფრანგეთის კრონპრინცის კვალი შორეულ საქართველოში მოდის.
„ვინც ეძებს, პოულობს კიდეც“ – დასძენენ ავტორები, რომლებიც ამ კვალს ისევ გულმოდგინედ მისდევენ – ნატო კორსანტია.