ალექსანდრიული ბიბლიოთეკის დაწვა საბედისწერო აღმოჩნდა ბერძნული ლირიკისთვის. გვიანი ხანის საბერძნეთსა და ბიზანტიაში ადრეული ბერძნული ლირიკით მხოლოდ სწავლულები იყვნენ დაინტერესებულნი. ისინი საკუთარი ნააზრევის ნათელსაყოფად იმოწმებდნენ ბერძნული ლირიკის ნიმუშებს. სწორედ უძველეს წყაროებში დადასტურებული ციტატები და უახლესი პაპიროლოგიური აღმოჩენების ფრაგმენტები გვიქმნიან ძირითად წარმოდგენას ძველი საბერძნეთის ლირიკის გარდასულ დიდებაზე.