თანამედროვე გლობალური სამყაროს მრავალწახნაგოვანი რეალობა ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვისაც კი ხშირად აუხსნელი და პარადოქსულია. უამრავი უპასუხო კითხვა საყოველთაოდ დამკვიდრებული რელიგიური თუ პოლიტიკური ნარატივებისადმი უნდობლობას აღრმავებს. კაცობრიობის სამომავლო პრობლემებთან გასამკლავებლად მსოფლიო ჯერ უმთავრეს ფასეულობებზე უნდა შეთანხმდეს, დღევანდელობის გაკვეთილები კარგად ისწავლოს და შეულამაზებელი სიმართლე სრულად გაიაზროს.