წიგნის ანოტაცია
დღესდღეობით მეტად აქტუალური გახლავთ თეოლოგიისა და ენის ურთიერთმიმართების საკითხი. სხვადასხვა დაჯგუფებებმა თეოლოგიაში, განსაკუთრებით ფილოსოფიასა და ენათმეცნიერებაში, ხსენებული საკითხის თვალსაზრისით ახალი დასკვნების შესაძლებლობა გააჩინა, და, იმავდროულად, მისი ახსნის დღემდე უცნობი მეთოდები გამოავლინა. განსაკუთრებით, ეგზისტენციური ფილოსოფია, სტრუქტურალიზმი და ანალიტიკური ფილოსოფია ის უსაზღვრო წყარო აღმოჩნდა თეოლოგებისათვის, საიდანაც ისინი ადრეული საუკუნეების თეოლოგიის ფენომენის ახსნისათვის სხვადასხვა მეთოდებსა და ფორმებს იყენებენ. და ეს ყველაფერი იმ იმედით, რომ შეძლებენ დღეს თეოლოგიის განსაზღვრას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს თემა საკმაოდ რთულია, რადგან თეოლოგია და ენა ცოცხალი რეალობები და დინამიკური პროცესებია, რომლებიც არ ექვემდებარებიან მეთოდებს, რომლებიც არ არსებობენ ცხოვრებისეული გამოცდილებისაგან დამოუკიდებლად. ყოველთვის შედეგიანი არ არის ერთი რომელიმე სულიერი გამოცდილების მისადაგება სხვა სულიერ გამოცდილებასთან.
წიგნის ძირითადი თავებია: ენა არ შეიცავს ჭეშმარიტებას; თეოლოგიური ენა ადამიანის საქმეა და არა – გამოცხადებისა; თეოლოგიის ენა არის პირობითი და არა სიმბოლური და აბსოლუტური; ენის პირობითობა და მისი შედეგები; პირობითი ენის რელატიური ავტორიტეტი; თეოლოგია და სულიწმიდის მოქმედება და ა.შ.