„ნუ შემეხები“ – იოანეს სახარების მიხედვით (იოან. 20:27), ასე უთხრა იესომ მარიამ მაგდალელს, როდესაც ქალმა იცნო მკვდრეთით აღმდგარი მოძღვარი. მე, აღიარებულმა ათეისტმა, როგორ შეიძლება გავიგო ეს სიტყვები? მე მათ განვიხილავ ქრისტეს პასუხთან ერთად, რომელიც მან მოციქულს მიუგო კითხვაზე: როგორ მიხვდებით, რომ დაბრუნდი ჩვენთან, რომ აღდექი? ქრისტე ამბობს, რომ ის ყოველთვის იქნება იქ, სადაც კი მის მაღიარებელთა შორის სიყვარული სუფევს.